თბილისში, მართვის მოწმობის ასაღები გამოცდებისთვის ახალი წესები შემოდის. მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდა რეალურ მოძრაობაში რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება. ეს იქნება გმირთა მოედანი და ღვინის აღმართი. თუმცა ამ ორ ადგილს არ არის გამორიცხული, რომ თბილისის სხვა ქუჩებიც დაემატოს.
გმირთა მოედანზე განსაკუთრებული ყურადღება მძღოლის მიერ სწორ მანევრირებას მიექცევა, ხოლო ღვინის აღმართზე მნიშვნელოვანი იქნება მძღოლს ავტომობილი არ ჩაუქრეს.
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება. პროექტირების სამუშაო უკვე დასრულებულია და განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.