“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, გახმაურებული მკვლელობის მსხვერპლის, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც გუშინ, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
“ნაცმკვლებო!!! ჯალათებო!!! სირცხვილია ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თქვენ, რომ ხელისუფლებას პასუხს თხოვთ!!! დაგავიწყდათ რას სჩადიოდით. აგერ გაგახსენებთ თქვე მკვლელებო!!!” – წერს ია მეტრეველი და ძველ ფოტოებს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, გუშინ ნუცუბიძის პლატოს მე-4 მკრ-ში დაკავების დროს დაიღუპა მოქალაქე. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებაში პატრულს ადანაშაულებს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავების მომენტში ბიჭი ცუდად გახდა და დაიღუპა.