ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს კითხავენ. საქმე მოწმეთა ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტს ეხება.
პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით, გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ საქმის პროკურორები: ჯარჯი წიკლაური, ზვიად გუბელაძე და ვლადიმერ ვექილიანი. გამოკითხვაზე ასევე დაიბარეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, თუმცა მათ უწყებას ჩვენებები არ მისცეს, რის შემდეგაც, ისინი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე დაიბარეს.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.