ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი საქართველოში: გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 15-დან 20 გრადუსამდე იქნება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს სპეციალისტები თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა კი 25 გრადუსამდე აიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში, წვიმას და ნისლს ელიან ხოლო ტემოერატურა 20 გრადუსს მიაღწევს.

ხვალ და ზეგ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ.
თბილისში ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი ასეთია: ღამით წვიმა და დღისით დარი, ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსამდე იქნება.

მიუხედავად წვიმებისად და ელჭექებისა, თვის ბოლოსთვის ზოგადად ქვეყანაში ტემპერატურის მკვეთრი კლება არ შეინიშნება.

იტვირთბა....