ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის ბარსელონაში გახსნის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ესპანეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს და შესაბამისად, მას ვერ ექნება რომელიმე სახელმწიფოში წარმომადგენლობის ქონის უფლება.

„ესპანეთი ისევე, როგორც ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები, „სამხრეთ ოსეთს“ მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად. „სამხრეთ ოსეთი“ არ არის აღიარებული გაეროს წევრი თითქმის არცერთი ქვეყნის მიერ. საქმე ეხება დე-ფაქტო ერთეულს, რომელსაც საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ გააჩნია ე.წ.

წარმომადგენლობის ქონის უფლება ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ თითქმის არცერთ სახელმწიფოში. ესპანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“ – ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგაახსენებთ, რამდენიმე დღის წინ  ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბარსელონაში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ოფისი) გაიხსნა. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ კატალონიის სამომავლო ბედი, მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან “დამოუკიდებლობის მიღებისთვის 26 წლის წინ, სამხრეთ ოსეთიც, იმავე პრობლემების წინაშე იდგა.

 

იტვირთბა....