ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატოსა და რუსეთს შორის კვლავ პრინციპული უთანხმოებაა

ნატოს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთსა და ნატოს შორის კვლავ დაძაბულობაა. კერძოდ, ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების გამო, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის კვლავ პრინციპული უთანხმოებაა. ალიანსის ლიდერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი სამხედრო წვრთნების შესახებ ზუსტ და სწორ ინფორმაციას არ წარმოადგენს, ინციდენტების რისკი გაიზრდება.

იტვირთბა....