ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახა კალაძემ ახალი გუნდის ორი წევრის ვინაობა დაასახელა

თბილისის ახლად არჩელი მერი კახი კალაძე, ახალი გუნდის ორი წევრის ვინაობას ასახალებს. მისი თქმით, მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე მის გუნდში იქნებიან. თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს ისინი რა თანამდებობებს დაიკავებენ. ჯერჯერობით უცნობია ეს კანდიდატები  ვიცე-მერის პოზიციაზე თუ დაინიშნებიან.

“ეს ადამიანები იქნებიან ჩემს გუნდში, თუ რა მიმართულებით, ამას უახლოეს პერიოდში ვაცნობებ საზოგადოებას. მთავარი ჩემი გუნდისთვის არის პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მოგვიწევს და ვართ სერიოზული გამოწვევების წინაშე.

ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება. ეს ყველაფერი გაგვაჩნია და დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ და გავაკეთებთ იმ პროექტებს, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაჟღერებული“, – განაცხადა კალაძემ.

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძემ თბილისის მერობაზე ამომრჩეველთა ხმების 51 პროცენტი მიიღო.

იტვირთბა....