ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები”: კახი კალაძე მერიაზე და კორუფციაზე საუბრობს

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახი კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში მერიაზე და მის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, მერიაში კორუფციას ადგილი არ ექნება და ის ვინც კორუფციაში იქნება შემჩნეული მისი მტერი იქნება.

“პირდაპირ ვეტყვი ასეთ ადამიანებს, რომ შეეძლებათ თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები. ის ნდობა და ის იმედი, რაც თბილისელებს აქვთ ჩემს მიმართ, ყველაფერს გავაკეთებ ამ ნდობის გასამართლებლად. შესაბამისად, ადამიანების მიმართ, ვინც კორუფციაში იქნებიან შემჩნეულნი, ძალიან მკაცრი დამოკიდებულება გვექნება“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში კახი კალაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა და დედაქალაქის მერი გახდა.

იტვირთბა....