ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვაშლიჯვარში, ხანძრის შედეგად ორი სატვირთო ავტომობილი დაიწვა

ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე ხანძარია. როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაიწვა ორი სატვირთო ავტომობილი, თუმცა მეხანძრეების ჩარევის შედეგად, მესამე ავტომობილი დაწვას გადაურჩა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის 7 ბრიგადა, ჯამში 35 მეხანძრე და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
დამწვარია 400კვ.მ.

მომხდარის შედეგად 2 პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....