სუპერმარკეტების ქსელი “სმარტი”-ს ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, “მუშტაიდის ბაღთან” მდებარე “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურთან პირველი სუპერმარკეტი გახსნა. ახალგახსნილ “სმარტში” 20-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთათვისაც მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო ასორტიმენტის მომსახურების უახლესი სტანდარტით შეთავაზება უპირველესი საზრუნავია.
დამატებით, მომხმარებელთა წამახალისებლად მხოლოდ 4 დღით, 26 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით “სმარტის” ყველა მომხმარებელს იტალიური ყავა “ტრუჩილოს” და “დანკინ დონატსის” ნებისმიერი დონატის შეძენა მხოლოდ ერთ ლარად შეეძლება.
“სმარტი” “მუშტაიდის ბაღთან” პატარა ფორმატის სუპერმარკეტია, სადაც ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მoხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმეტია წარმოდგენილი. ახალგახსნილ სუპერმარკეტში მომხმარებლს კომპფორტული კაფე ელის, სადაც “სმარტის” წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუმთუშეულს და “დანკინ დონატსის” მრავალფეროვან დონატებს იტალიურ ყავა “ტრუჩილოსთან” ერთად სულ სხვა გემო აქვს.
“სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, კერძოდ კი პატარა სუპერმარკეტებით გააგრძელებს და უახლოეს მომავალში. “სმარტის” პატარა ფორმატების სუპერმარკეტების უმრავლესობა ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განთავსდება.
“სმარტი” გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. “ვისოლ ჯგუფმა” “სმარტის” ქსელის განთავსება 2010 წელს დაიწყო.
„ვისოლის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ მისმა ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ, სტარტეგიული გადაწყვეტიელბა მიიღო და ავტოგასამართ სადგურებზე „სმარტის“ მაღაზიათა ქსელის გახსნა გადაწყვიტა. მისი თქმით, კომპანიის სურვილია, რომ ავტოგასამართ სადგურებზე მაღაზიათა ეს ქსელი კვლავ დაბრუნდეს.
„ხუთი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ „სმარტის“ ქსელები საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია და კარგ ეკონომიკურ მოგებას გვაძლევს. ჩვენ აქ 15 ადამიანი დავასაქმეთ და ინვესტიციების ჩადების შემდეგ, კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავასაქმეთ. „სმარტის“ ქსელების გახსნა თბილისის შემდეგ რეგიონებშიც გაგრძელდება“,-აცხადებს ფხაკაძე.
“ვისოლის” მარკეტინგის მენეჯერის ნატალია დარჩიაშვილის განცახდებით, ახლად გახსნილი „სმარტის“ მაღზია მომხმარებელს ევროპული და მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. მაღზიაში რამდენიმე ასეული დასახელების პროდუქციაა. მისი თქმით, აქ წარმოდგენილია ყველასთვის კარგად ცნობილი სმარტ-კაფე, სადაც მომხმარებელს ცნობილ საკონდიტრო და ფუნთუშეულ ნაწრამს სთავაზობს.
„ჩვენს მაღაზიაში მოსულ სტუმარს, უფასო პარკინგის და ვაიფაის გამოყენება შეუძლია. დღეიდან ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, უკვე მისთვის საყვარელი რამოდენიმე ასეული დასახელების პროდუქტების მირთმევა შეუძლით. „სმარტის“ გაფართოება აუცილებლად მოხდება და ის როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიხსნება“,-აცახდებს დარჩიაშვილი.