საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა. კერძოდ, არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი ყურაშვილი იქნება, ნორვეგიის სამეფოში – მაია ყიფშიძე, ინდონეზიის რესპუბლიკაში – ირაკლი ასაშვილი, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში- ზურაბ დვალიშვილი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში- ბექა დვალი, კატარში – ნიკოლოზ რევაზიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკაში – ვალერი კვარაცხელია, ესპანეთის სამეფოში – ილია გიორგაძე, შვეიცარიის კონფედერაციაში – დავით ჯალაღანია.
დღეს სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა.
იტვირთბა....

