ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 6 თვის შედეგები ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა შეაჯამა. მისი თქმით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა:

“ევროკავშირის მხარე მონიტორინგის ანგარიშს ამზადებს, სადაც უვიზო რეჟიმის შედეგები უფრო დეტალურად იქნება ასახული. ვიმედოვნებ, რომ დღეს არსებული პროგრესი გაგრძელდება”, – განაცხადა ელჩმა.

ელჩის თქმით, მცირეა იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც შენგენის ზონის გადაკვეთაზე უარი ეთქვა.

იტვირთბა....