დედაქალაქის ახალარჩეული მერი კახი კალაძე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მარგველაშვილის განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსი გაიხარჯა, ჭორია.
კალაძე ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები პრეზიდენტის მხრიდან არ უნდა კეთდებოდეს.
“მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან მე მგონია, რომ არასწორია. პრეზიდენტი ამ ყველაფერზე უფრო მაღლა უნდა დადგეს. თუ არსებობს ამის რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, ერთად მივმართოთ შესაბამის სამსახურებს და მოხდეს გამოძიება. სიცრუეზე აკეთებ განცხადებას, თან პრეზიდენტი, მემგონი არასწორია”, – განაცხადა კალაძემ.