ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“ანაკლიას პორტი პირველ გემს 3 წელიწადში მიიღებს”

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, ანაკლიის პორტი პირველ გემებს სამ წელიწადში მიიღებს. მისი თქმით, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მანამდე შესრულდა სერიოზული სამუშაოები.

“ჩავატარეთ ძალიან ბევრი გეოტექნიკური კვლევა და აქტიურად ვიმუშავეთ. ჩატარდა კვლევები და შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც მთავრობას წარვუდგინეთ. გაზაფხულზე, კერძოდ მაისში გვინდა, რომ დავიწყოთ პორტის დაღრმავება. გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ მშენებლობის დაწყებიდან, ანუ 20 დეკემბრიდან სამ წელიწადში შევძლებთ პირველი გემების მიღებას, – განაცხადა ახვლედიანმა.

იტვირთბა....