როგორც აზერბაიჯანის უშიშროების სამსახური ამტკიცებს, მათ ტერორისტული დაჯგუფება გამოავლინეს.
ლიკვიდირებულია რამდენიმე პირი, რომლებიც ბაქოში ოპოზიციის მიტინგზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. სპეცოპერაცია გუშინ ჩატარდა.
ეჭვმიტანილებმა სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ისინი ადგილზე იქნენ ლიკვიდირებულნი.