ახალი ამბები მთავარი სამართალი

რას ამბობს ნუცუბიძეზე გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა ინციდენტის დეტალებს ჰყვება:
,,შეკამათდნენ მეზობლები , პატრულმა გადაუგრიხა ხელიო და მერე ბორკილი დაადეს და ამ დროს ჩაკეცილა” – აცხადებს გარდაცვლილი მამაკაცის დედა.

33 წლის პაატა პავლიაშვილს 2 შვილი დარჩა.

თვითმხილველების ნაწილი ახალგაზრდის სიკვდილში სამართალდამცველებს ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, 33 წლის პაატა პავლიაშვილმა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პატრულს შეატყობინა, რომ თავი შეუძლოდ იგრძნო, წაიქცა, თუმცა პოლიციელებს დაკავების ღონისძიება არ შეუწყვეტიათ და ბორკილების დადება განაგრძეს, რა დროსაც ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მის გარდაცვალებასთან შსს-ს თანამშრომლების შესაძლო შემხებლობის გამო, საქმეზე გამოძიება სისცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით, თბილისის პროკურატურამ დაიწყო.

უცუბიძის მე-4 პლატოზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ადამიანი დაიღუპა, მეზობლები საუბრობენ. როგორც ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, დაღუპული მამაკაცი პერიოდულად სვამდა, თუმცა, ალკოჰოლდამოკიდებული არ ყოფილა.

“მას ორი წლის წინ ძმა მოუკვდა, ასევე ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა ბიძაშვილი, მცირეწლოვანი ბავშვი და ამის გამო ნერვიულობის ნიადაგზე სვამდა, ის კონფლიქტური არ იყო”, – ყვებიან მეზობლები.
მან გუშინ დაკავების მომენტიც გაიხსენა და აღნიშნა, მამაკაცის დაკავებაში ორი პოლიციელი მონაწილეობდა.
“ამ ორი პოლიციელიდან ერთი მიხვდა, რომ ნასვამი იყო და ამბობდა, შევეშვათო, თუმცა მეორე პოლიციელმა ხელები გადაუგრიხა და მისი დაკავება სცადა. გარდაცვლილი პირი კონკრეტულად ამ პოლიციელებს არ აგინებდა, არამედ ზოგადად გაღიზიანებული ჩანდა”, – განაცხადა მეზობელმა.

შეგახსენებთ, წუხელ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი იგინებოდა და ორმა პოლიციელმა მისი დაკავება სცადა. მანამდე კონფლიქტი მოხდა მასსა და მის მეზობელს შორის და როგორც ჩანს, დაღუპული მეზობელზე იყო გაღიზიანებული. დაკავებისას, ხელის გადაგრეხვის დროს, მოქალაქე უცებ წაიქცა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.

იტვირთბა....