უკრაინის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, პოლიტოლოგი ვალერი დიმოვი კიევის ცენტრში მიმდინარე აქციის შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, საკმაოდ ხმამაღალი ნათქვამია იური ლუცენკოს მხრიდან, რომ თითქოს, კიევში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება.
“ხო ყველამ ვიცით, რომ ცალკეული წარმომადგენლები ამბობენ, რომ 30-40 კაცისგან შემდგარი აქცია ვერანაირ გადატრიალებას ვერ შეძლებს და ეს არის “საწყალი აქცია”. – ამბობს დიმოვი.
მისი თქმით, სააკაშვილი ქუჩის აქციებზე ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. პოლიტოლოგი მეორე მხრივ იმასაც აღნიშნავს, რომ ეს აქცია, რეალურად არაფერს ცვლის, რადგან ის მარალჩინოსნები, რომლებიც იპარავდნენ და არღვევდნენ კანონს, იგივეს განაგრძობენ დღესაც.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა, 17 ოქტომრიდან დაიწყეს ქუჩის აქციები უკრაინის პარლამენტის შენობის წინ. ამავდროულად კი, მის მიმართ გენპროკურორმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკვე არსებობს ყველანაირი საფუძველი, სააკაშვილის ექსტრადაცია განხორციელდეს. მითუმეტეს, როგორც პოლიტოლოგი დიმოვი აღნიშნავს, უკვე სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა ოდესის ყოფილი გუბერნატორი ე.წ. “გარღვევის” საქმეზე და უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადმოკვეთაში ის კანონდამრღვევად გამოაცხადა.