ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

67-ე სკოლაში დაპირისპირება გრძელდება

განათლების სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში დაპირისპირება გრძელდება. გათავისუფლებული დირექტორი ბრძოლის სტრატეგიაზე თანამოაზრეებთან ერთად მუშობს, თუმცა ქიმიის მასწავლებელს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ საკუთარი გათავისუფლების ბრძანებას სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრებს. მასწავლებლის განცხადებით, მისი გათავისუფლების ბრძანების გასაბათილებლად სამაურვეო საბჭოს მიმართავს. თუ მათი მხრიდან სათანადო პასუხს არ მიიღებს, მაშინ დავას უკვე სასამართლოში გააგრძელებს.

„უკანონო გადაწყვეტილება იყო, დადგმული სცენარი იყო ქალბატონ მარიამ თავართქილაძის, რომელიც ნელ-ნელა უკვე გამოაშკარავდა. სამართლებრივად ვიბრძოლებთ რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ დავამტკიცო ჩემი სიმართლე,“ – აცხადებს დოდო კეზუა.

ხმაური 67-ე სკოლის ირგვლივ სწორედ მისი სამსახურიდან გაშვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით დაიწყო, რასაც მოსწავლეებისა და მასწავლებელთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

გათავისუფლების მიზეზად მოსწავლეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდებოდა.

საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ კეზუას მომხრეები და სახალხო დამცველთან მის საჩივარზე მიუთითებდნენ.

 

იტვირთბა....