არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვინმეს გამარჯვებულად ან დამარცხებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია”

თიანეთის საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი არ დასრულებულა, შესაბამისად, ვინმეს გამარჯვებულად ან დამარცხებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

ქუცნაშვილის შეფასებით, მცხეთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არალოგიკური და წინააღმდეგობრივია და ზედა ინსტანციაში გასაჩივრდება.

მისივე თქმით, ის პროცესში გუშინდელი დღიდან ჩაერთო და შეეცდება “მეგობრების ხმა არავის დააკარგვინოს“.

შეგახსენებთ, თამაზ მეჭიაური, რომელიც თიანეთის მერად იყრიდა კენჭს, ოფიციალურად, რამდენიმე პროცენტით წააგო და ის არჩევნების გაყალბებაში ქუცნაშვილს ადანაშაულებს. თუმცა დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის თიანეთის მერი გახდა.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურის ბრალდებებზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, 2012 წლამდე თამაზ მეჭიაური უმუშევარი, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა და მან მას შანსი მისცა.

იტვირთბა....