ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დიდი ფინანსების გარეშე ალეკო ელისაშვილმა გადაასწრო ენმ-ს”

პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პერსპექტიულ და უპერქსპეტივო პარტიებსა და მათ ლიდერებზე ისაუბრა.

“ბოლო დროს რაც ენას ასველებენ ექსპერტებზე ქართველი პოლიტიკოსები და არამარტო ისინი, იმდენი კრიტიკა პოლიტიკოსებს ჩვენგან არ გაუგიათ. არც ერთი პარტიებისგან არ გვინახავს ყურადღება, აბა თუ ცუდად არის და რატომ არის ცუდად. ჟურნალისტები სულ მისვამენ კითხვას, პარტიები არა, რადგან მიაჩნიათ, რომ ყველაფერი კარგადაა. როცა მე ვთქვი, რომ სახლში წავიდნენ პარტიები-მეთქი, ეს ჩემი სიტყვები არ იყო, მე მხოლოდ მჟავანაძის ციტირება მოვიყვანე. ეს იმის ციტადად მოვიყავნე, რომ ზოგადად საზოგადოებაში ძალიან კრიტიკული განწყობაა ოპოზიციის მიმართ. ისეთი ბრძოლა როგორიც ჰქონდა ივანიშვილს 2012 წელს, არც ერთ პარტიას არ აქვს დღეს, მაგრამ ივანიშილმა გაიმარჯვა. თუ პოლიტიკურ ძალას აქვს ხალხის მხარდაჭერა დაძლევს გაყალბებსაც და მექანიზმებსაც.” – განაცხადა საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძემ ასევე არჩენებში ფინანსების ფაქტორზე ისაუბრა.

“დიდი ფინანსების გარეშე ალეკო ელისაშვილმა გადაასწრო “ნაციონალურ მოძრაობას”. ფინანსები არ არის გადამწყვეტი. ჩვენ ანალიტიკოსები იმას ვჩივით, რომ ფინანსები ბევრ პოლიტიკურ პარტიას აქვს და ჩვენ იმას ვჩივით, რომ პოლიტიკური პროდუქცია არ არის იმ დონეზე, რა დონეზეც გვინდა. თუ არ გათანაბრდა პოლიტიკური პარტიები, თუ ერთნაირი ძალის პოლიტიკურმა პარტიამ არ მოიყარა თავი და ერთი პარტია ძლიერია და დანარჩენი სუსტი, ეს მრავალპარტიულობა აღარ არის.

პოლიტიკურ ცხოვრებაში იქნებოდნენ თუ არა პარტიები ჩართული თქვენ, რომ არ რთავდეთ ეკრანზე ეს კიდევ საკითხავია. მათ ხომ პოლიტიკური ცხოვრების არც ერთი თემა არ შეუქმნიათ სამწუხაროდ.” – განაცხადა რამაზ საყავრელიძემ.

საყვარელიძემ დღევანდელი პოლიტიკა გააკრიტიკა, რომელიც ხალხში კონკრეტულად კი ახალგაზრდებში ინტერესს კარგავს.

“ნამდვილად არ არის საზოგადოება იმისთვის განწყობილი, რომ ვიღაცას განაჩენი გამოუტანოს. ოღონდ პროდუქციული სიახლე იყოს და ყველა ინტერესით შეხვდება ასეთ სიახლეს. ის პოლიტიკა უნდა დამთავრდეს, რაც დღეს არის. ეს პოლიტიკა ქმნის იმ დამოკიდებულებას და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ოპოზიციას. ისინი ქმნიან კლიმატს ძალიან ხშირად მედიის საშუალებით. ახალგაზრდებში ინტერესს კლავს ის თაობა პოლიტიკოსებისა, რომლის ხელშიდაც პოლიტიკა იქცა ერთმანეთზე ჭიჭყინით, არამოტივირებული ბრალდებებით ან ისეთი პრეტენზიების ხალხის არენად. პოლიტიკოსებმა უნდა გახადონ პოლიტიკაში მისვლა მიმზიდველი.” – განმარტა საყვარელიძემ.

იტვირთბა....