aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა მოხდა ნუცუბიძის პლატოზე: ინციდენტზე მისი უშუალო მონაწილე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე ინციდენტის მონაწილე ნოდარ შანიძე საუბრობს. მისი თქმით, დაღუპული პირი ხშირად სვამდა და იღებდა ფსიქოტროპულ წამლებს, რამაც შესაძლოა იმ მომენტში გულზე იმოქმედა და გარდაიცვალა.
ნოდარ შანიძის თქმით, მასსა და გარდაცვლილის მეგობარს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც ადგილზე საპატრული პოლიცია გამოიძახა.
შანიძე აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ამჟამად გარდაცვლილი პირის გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შანიძის ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნულთან დაკავშირებით სათანადო რეაგირება მოახდინა და მისი დაკავება სცადა, რა დროსაც ის გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ ახალგაზრდა  მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ  მეზობლებს შორის შელაპარაკების დროს პოლიცია იქნა გამოძახებული.

ადგილზე მისულმა ეკიპაჟმა კონფლიქტის დარეგულირება შეძლო, თუმცა ჩხუბში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაერია, რომელიც პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. უწყების ცნობით, პატრულმა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება სცადა, რა დროსაც ის დაეცა და ადგილზევე გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ  პოლიციამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. ახალგაზდის გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

იტვირთბა....