ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კაპოტზე მოქეიფეების დრო მოვიდა”: მეჭიაურმა გამარჯვება “კაპოტზე” აღნიშნა

თამაზ მეჭიაურმა მცხეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნა. მან მეგობრებთან ერთად, მანქანის “კაპოტზე” სუფრა გაშალა და გამარჯვება ასე იზეიმა. მისი თქმით, თიანეთში “კაპოტზე” მოქეიფეების დრო მოვიდა და არა “კინტოების”.

„ქუცნაშვილი დადიოდა და საარჩევნო კამპანიას ატარებდა, ამბობდა, „კაპოტზე“ მოქეიფეების დრო წავიდაო, მე ლაუნჯი მაქვს და ლაუნჯების დროა ახლაო. მე ვუთხარი,  „კაპოტზე“ ვიქეიფებ არჩევნების შემდგომ, შენ კიდევ მიხედე ლაუნჯს, მაინც კინტოს გეძახიანო. ახლა მივდივარ თიანეთში „კაპოტზე“ მოქეიფეების დროა და არა კინტოების”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, თამაზ მეჭიაური, რომელიც თიანეთის მერად  იყრიდა კენჭს, ოფიციალურად, რამდენიმე პროცენტით წააგო და ის არჩევნების გაყალბებაში ქუცნაშვილს ადანაშაულებს. თუმცა დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის თიანეთის მერი გახდა.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურის ბრალდებებზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, 2012 წლამდე თამაზ მეჭიაური უმუშევარი, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა და მან მას შანსი მისცა.

 

იტვირთბა....