მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა.
შეგახსენებთ, რომ როგორც მეჭიაური აცხადებდა, 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები მე-20 უბანზე არ გაყალბებულა, გაყალბდა მხოლოდ საოლქოში, სადაც ბათილი ბიულეტინები ვარგის ბიულეტინებად ცნეს და 4 ხმა მეჭიაურის კონკურენტს ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნეს. ამასთან დაკავშირებით სარჩელი თამაზ მეჭიაურმა სასამართლოში შეიტანა.