ახალი ამბები მთავარი სამართალი

შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ციხე დატოვა

შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. მას ერთწლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა.
შეგახსენებთ, რომ ხიზანიშვილი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრის, ბესიკ სურმავას საქმეზე, ე.წ. მოსმენების ეპიზოდზე დააპატიმრეს, შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს და 2015 წელს ის სასამართლო დარბაზში კვლავ დააკავეს.

ხიზანიშვილი სასჯელს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იხდიდა. მას წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი.

ხიზანიშვილი 2012 წლამდე, სხვადასხვა დროს იყო შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი, შს მინისტრის მოადგილე და დედაქალაქის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას მოადგილე.

იტვირთბა....