ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვისთვის რა უფრო ჯოჯოხეთია- ციხეში ჯდომა თუ საქვეყნო საქმის ღალატი”: წიკლაური ახალაიაზე

“უბრალოდ არ ჩამოვიდოდა და არ იქნებოდა ხუთი ჯოჯოხეთური წელი”,-ენმ-ის წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში ბაჩანა ახალაიას შესახებ წერს:

“გარიგდებოდა და არ იქნებოდა ხუთი ჯოჯოხეთური წელი.
მიშას აგინებდა და არ იქნებოდა ხუთი ჯოჯოხეთური წელი.

საკითხავი ის არის, ვისთვის რა უფრო ჯოჯოხეთია: ციხეში ჯდომა თუ საქვეყნო საქმის ღალატი.”-წერს წიკლაური.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ ბაჩანა ახალაიას 7 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

იტვირთბა....