შემთხვევა კაპიტოლიუმში მოხდა, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელთა ლიდერ მიტჩ მაკკონელთან ერთად კაპიტოლიუმში ჟურნალისტების წინ ჩაიარა.
პირმა, რომელმაც პრეზიდენტს რუსეთის დროშა ესროლა, ტრამპს მოღალატე უწოდა. წესრიგის დამრღვევი კაპიტოლიუმის დაცვამ ადგილზე დააკავა. დაკავებული საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი რაიან კლეიტონია.