ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისის 67-ე საჯარო სკოლასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

თბილისის 67-ე საჯარო სკოლასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მიზეზი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილის აქციაა, რომლებიც პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესის ჩაშლას გეგმავენ.

როგორც პედაგოგების ნაწილი აცხადებს, არ ჩაატარებენ გაკვეთილებს მანამ, სანამ სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძე თანამდებობას არ დატოვებს.

დირექტორი უკვე მივიდა სკოლაში, თუმცა ის აქციის მონაწილეებს არ გასაუბრებია.

იტვირთბა....