15 მოქალაქით მეტი რომ მისულიყო თითოეულ საარჩევნო უბანზე, მეორე ტური იქნებოდა, -ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მეორე ტურამდე სულ 9000 ხმა დააკლდა.
ელისაშვილის განცხადებით, გუნდთან ერთად რჩება თბილისის გულშემატკივრად და ყველა მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ცესკო-ს ამდრომდე გამოქვეყნებული მონაცემები კი ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 811 682 (55.66 %);
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 248 615 (17.05 %);
„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 153 264(10.51 %);
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 95 212(6.53 %);
პირველ ადგილზე 54%-ით არის კახი კალაძე, 15% -ზაალ უდუმაშვილი, 14%- ალეკო ელისაშვილი.
თბილისის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ”ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ხმების 58% მიიღო, ხოლო ”ნაციონალურმა მოძრაობამ” – 16%.