ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის გენპროკურორი: “ახლა კიევს აქვს სააკაშვილის ექსტრადირების უფლება”

“ახლა კიევს აქვს მისი დეპორტირების ან ექსტრადირების უფლება”. – ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ, მს შემდეგ რაც ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი ეთქვა.

ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები ქვეყანაში, ძალადობრივი გზით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ, მაგრამ ხელისუფლება მათ ამის უფლებას არ აძლევს. მისი თქმით,  უკრაინაში გადატრიალებას გეგმავენ საქართველოს მოქალაქეები, ვისაც სააკაშვილის გუბერნატორობის დროს მოქალაქეობა მიენიჭა.

ლუცენკოს თქმით, სააკაშვილმა, როდესაც ოდესის ოლქს ხელმძღვანელობდა, თავის ხელქვეითები აიძულა მუდმივი საცხოვრებლის ნებართვა გაეცათ საქართველოს 20 მოქალაქისთვის, როგორც კულტურის ფასდაუდებელი მოღვაწეებისთვის.

“ისინი, იარაღით იცავენ სააკაშვილს და გეგმავენ ძალადობრივი გზით გადატრიალებას, ეს არ მოხდება“, – განაცხადა ლუცენკომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ სააკაშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, რაზეც მას უარი დღეს ოფიციალურად განეცხადა.

იტვირთბა....