ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.  ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ავრცელებს. მისი თქმით, სააკაშვილს ჯერჯერობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

“უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურმა სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს არის სიახლე და ალბათ სააკაშვილი ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია, თუმცა როგორც ვიჯი, მას ჯერ სასამართლოსთვის არ მიუმართავს”,-განაცხადა ლუცენკომ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საემიგრაციო სამსახურს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ განცხადება ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა გააკეთა.

მარკიან გალაბალას თქმით, საუბარია კონკრეტული პირისთვის იმ სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებს, ეს კი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნასაც გულისხმობს.

სწორედ ეს მოთხოვნა დაასახელა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირების ხელისშემშლელ ფაქტორად. უკრაინის იუსტიციის მინისტრის თქმით, კი მისი უწყება სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ შესაბამისი შემოწმების შემდეგ მიიღებს, რასაც კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.

 

 

 

იტვირთბა....