ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მეორე ტურები მხოლოდ მათ კი არა, მთელმა ოპოზიციამ მოიპოვა”: ბოკერია ბოიკოტს ეხმაურება

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაცხადებულ ბოიკოტს ეხმაურება. მისი თქმით, ეს იყო სერიოზული შეცდომა და ირიბი ხელშეწყობა ივანიშვილის გუნდისთვის დაინერგოს უიმედობა არჩევნების მიმართ.

“ჩვენ ყველას გვაქვს საფუძველი აღშფოთების იმ ინსტრუმენტების გამო, რასაც “ოცნება” იყენებს საარჩევნოდ და მთავარი ინსტრუმენტი მათი არის უიმედობის დანერგვა არჩევნების მიმართ. ჩვენი გადაწყვეტილებებით დემოკრატიულმა ოპოზიციამ არ უნდა შევუწყოთ მათ ხელი. ჩვენ ვაპირებდით მხარდაჭერას ნებისმიერი პროდასავლური კანდიდატის მიმართ მეორე ტურში თბილისში. გაუგებარია, როცა ყველა ამას ვაპირებდით ქუთაისი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი, სადაც ოპოზიციამ მეტი ხმის შეგროვება შეძლო. სამართლებრივად, ეს “ნაციონალური მოძრაობის” გადასაწყვეტია და ამაში ვერავინ ჩაერევა, თუმცა მეორე ტურები მხოლოდ მათ (ნაცმოძრაობას) არ მოუპოვებიათ – მთელმა ოპოზიციამ მოიპოვა”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.

იტვირთბა....