არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ორი განკარგულების ბათილად ცნობას ვითხოვთ, რომლებმაც შეცვალეს მეჭიაურის საარჩევნო შედეგები”

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში თამაზ მეჭიაურის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, “ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია” თიანეთის მერობის კანდიდატს თამაზ მეჭიაურის ინტერესებს იცავს, რომელიც თიანეთში არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

“ძალიან ცალსახაა ის მანიპულაციები, რომლებიც საოლქო კომისიაში ჩატარდა და რომლის შედეგადაც, შეიცვალა თიანეთის ოლქში შედეგები . ეს საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტის წესების დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ამიტომ მივმართეთ სასამართლოს და ორი განკარგულების ბათილად ცნობას ვითხოვთ, რომლებმაც შეცვალეს საარჩევნო შედეგები. მე მსურს, რომ საზოგადოებამ გაიგოს რა მოხდა და თავად გამოიტანოს დასკვნა.

ჩვენ გვაქვს დასაბუთებული საჩივრები, რომლებიც ადასტურებს კონკრეტულ მტკიცებულებებს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით, რომ რაღაც პრობლემაა და უნდა გადაითვალოს ბიულეტენები. ჩვენ გვაქვს ერთი პრაქტიკა დადგენილი, რასაც მიყვება საარჩევნო ადმინისტრაცია და არ კმაყოფილდება საჩივრები გადათვლასთან დაკაშირებით . ამ დავაში გვაქვს სრულიად აცდენა ამ პრაქტიკიდან, როდესაც წესის დარღვევით დაწერილი საჩივარი საეჭვოდ კმაყოფილდება და იცვლის არჩევნების შედეგს.” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მეჭიაურის დაცვით არანაირ მიკერძოებას ადგილი არ აქვს და საია ყველას დაიცავს, ვისაც ეს სჭირდება.

“გარდა იმისა, რომ ჩვენ, საია, ამ კონკრეუტულ დავაში მომხდარ უსამართლობას ვეწინააღმდეგებით ამ პროცესით, ჩვენთვის, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ არჩევნები ტარდება, ამხელა რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ საზოგადოების ხმა იყოს ასახული სწორად და ადეკვატურად. თუ ამ მიზანს საფრთხე ემუქრება, ყველას ინტერესს დავიცავთ.” – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის მერის არჩევნებში თიანეთში, თამაზ მეჭიაურის თქმით, ოცივე საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, მეჭიაურმა 3077 ხმა მიიღო და “ქართული ოცნების” კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 7 ხმით მოუგო, თუმცა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილი ბიულეტენები აღდგა და ბოლო მონაცემებით, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს – 50.03% (3081 ხმა).

იტვირთბა....