ქალაქის მოქმედი მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ჯერ არ გადაწყვეტილა სად გააგრძელებს ის მოღვაწეობას. თუმცა ნარმანია ამბობს, რომ ის რჩება “ქართულ ოცნებაში” და კვლავ მმართველი გუნდის წევრი იქნება. ხოლო , როდესაც მერის გადაბარების პროცესი დასრულდება, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული.
კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე, დავით ნარმანიას განცხადებით, საზღვარგარეთ მისი წასვლა არ იგეგმება.
ნარმანია ასევე ბუნებრივს უწოდებს კახა კალაძის მიერ თბილისის მერიაში დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს:
“როდესაც მოდის ახალი ხელმძღვანელი ახალი პროგრამით, ამას მუდმივად თან სდევს გარკვეული ცვლილებები. ვნახოთ, ეს მასზეა დამოკიდებული. ყველას აქვს უფლება ის ქნას რაც სურს”, – განაცხადა ნარმანიამ.