ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

67-ე სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია და გადაწყვეტილება ამის შესახებ განათლების სამინისტრომ მიიღო, -ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი ამასთან დაკავშირებით უწყებაში არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ნათია მახარაშვილი ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. მისივე თქმით, მასწავლებელი ასევე ბავშვების ფიზიკურ და სიტყვიერ შეუარცხყოფაშია შემჩნეული. მშობელი მასწავლებლის მიმართ მკაცრ რეაგირებას ითხოვს.

იტვირთბა....