არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამადაშვილი: ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, მეორე ტურზე უარი რომ თქვა

“ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც დღეს ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე, თუნდაც უსამართლო პირობებში, ბრძოლა დათმო”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი წერს:

“სამწუხაროდ, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი. პარტიის მთელი რესურსი უნდა მიგვემართა მეორე ტურზე. გაყალბების ლუსტრაციასაც უკეთ მოვახდენდით. ხელიდან გაშვებული პოლიტიკური შესაძლებლობაა. პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედია, უმრავლესობის პოზიცია სწორი აღმოჩნდება, რასაც მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს.”-წერს სამადაშვილი.

”ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ.

აქედან გამომდინარე, ქუთაისსა და მარტვილში ”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზად პარტიის ლიდერები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას ასახელებენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ოპოზიციურ პარტიებსაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არცევნებში ძირითადად მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. სავარაუდოდ 6 მაჟორიტარული ოლქში კი მეორე ტური უნდა ჩატარდეს, რომელთა შორისაა ქუთაისი და მარტვილი.

იტვირთბა....