თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური “მეტრონომთან” აცახდებს, რომ ის ამ წუთებში საიაში იმყოფება, სადაც სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებენ. მეჭიაური ამბობს, რომ ის ბოლომდე იბრძოლებს და არავის მისცემს უფლებას მისი ხმები მიისაკუთროს. მერობის კანდიდატის თქმით, მას ღიად და გახსნილად “ქართული ოცნების” დეპუტატები ებრძვიან, რომლებმაც მას გამარჯვება ყველას დასანახად და აშკარად წაართვეს.
“ამ წუთებში საიაში ვიმყოფები და სარჩელს ვამზადებთ. ვაპირებ, რომ ამ საქმეს ბოლომდე სასამართლოს გზით მივყვე. საქმე იმაშია, რომ გამარჯვება თავხედურად წამართვეს. არავის ეგონოს, რომ გავჩუმდები”,-ამბობს მეჭიაური “მეტრონომთან”.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის მერის არჩევნებში თიანეთში, თამაზ მეჭიაურის თქმით, ოცივე საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, მეჭიაურმა 3077 ხმა მიიღო და “ქართული ოცნების” კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 7 ხმით მოუგო, თუმცა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილი ბიულეტენები აღდგა და ბოლო მონაცემებით, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს – 50.03% (3081 ხმა).