ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაპირისპირება 67-ე საჯარო სკოლაში: ქიმიის მასწავლებელი დირექტორს უჩივის

თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში  პედაგოგებსა და დირექტორს შორის რამდენიმე დღის წინ დაწყებული დაპირისპირება გრძელდება. ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მან დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. პედაგოგის ადვოკატი სკოლეში რამდენიმე წუთის წინ მივიდა და  ის გადაწყვეტილება მიიტანა,  რომელიც უფლებადამცველს გუშინ გვიან ღამით ჩაბარდა. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, დოდო კეზუა სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ადვოკატი მარინა ძამსაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან პედაგოგის გათავისუფლება მისი ბიულეტინზე ყოფნის დროს მოხდა. დოდო კეზუა სკოლის დირექტორის და საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილების ფურცელში არ არის მითითებული არც თარიღი და არც იმ პედაგოგების ინიციალები, რომლებმაც გამოკითხვისას თქვეს, რომ დოდო კეზუა მოსწავლეებზე ზეწოლას ახორციელებდა.

დღეს დილიდან 67-ე სკოლაში პედაგოგების პროტესტი იყო. ერთ-ერთმა პედაგოგმა მიიღო გადაწყვეტილება, არ შესულიყო სკოლაში.

სასწავლო დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს სკოლის დირექტორი.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება 67-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ნათია მახარაშვილი ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. მისივე თქმით, მასწავლებელი ასევე ბავშვების ფიზიკურ და სიტყვიერ შეუარცხყოფაშია შემჩნეული. მშობელი მასწავლებლის მიმართ მკაცრ რეაგირებას ითხოვს.

იტვირთბა....