ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“პოლიციას შევატყობინეთ… ტერორი დაიწყო?“: რა მოხდა თიანეთში

თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის მხარდამჭერების ავტომობილის დაწვის ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გამოძიება ამტკიცებს, რომ  თავდასხმას ადგილი არ ჰქონია და შემთხვევის ადგილზე არც თამაზ მეჭიაურის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.

მეჭიაურის თქმით, შტაბიდან გასულმა არასამთავრობო ორგანიზაციის – „ყოფოლი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლებმა – მახარე სისაურმა და რამაზ ღვალაძემ, რომლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესებს, აცნობეს მას, რომ ჟინვალის გზაზე თავს დაესხნენ და დაუწვეს მანქანა!

“პოლიციას შევატყობინეთ… ტერორი დაიწყო?“,- წერდა მეჭიაური.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს.

იტვირთბა....