”ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ.
აქედან გამომდინარე, ქუთაისსა და მარტვილში ”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზად პარტიის ლიდერები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას ასახელებენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ოპოზიციურ პარტიებსაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არცევნებში ძირითადად მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. სავარაუდოდ 6 მაჟორიტარული ოლქში კი მეორე ტური უნდა ჩატარდეს, რომელთა შორისაა ქუთაისი და მარტვილი.