არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოზურგეთი ბურიდანის ვირის სინდრომს შეუპყრია – ორი ქოცი კანდიდატიდან ვერცერთი ვერ აირჩია”

“ოზურგეთი ბურიდანის ვირის სინდრომს შეუპყრია – ორი ქოცი კანდიდატიდან ვერცერთი ვერ აირჩია”, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია წერს:

“ახლა, მეორე ტურში გაარკვევენ, რომელი თივის ზვინისკენ გაუდგებიან გზას. საბოლოოდ, მაინც თივა უნდა ჭამონ, ასე იქნება თუ ისე.”-წერს გვარამია.

ოზურგეთში მეორე ტურისთვის ემზადებიან, ბოლო მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს 43.35%-მა დაუჭირა მხარი, დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს კი – 42.86%-მა.

„შემოსულია ათი საჩივარი, რომელიც მხოლოდ პროცედურულ დარღვევებს ეხება და შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს. კანონის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, არაუგვიანეს 25 დღეში შეუძლია დანიშნოს მეორე ტური და კანონის შესაბამისად, დაინიშნება მეორე ტური“,-განაცხადა ოზურგეთის მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენიაშვილმა.

იტვირთბა....