“საინტერესოა, გახდება “ქართული ოცნების” შემდეგი ოპოზიცია ახალი არჩეული მერი?”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს:
“გუნდს რომ ქმნის ნელ-ნელა, მოჩანს კონტურები. ლეგიტიმაცია ხალხისგან მიიღო. “ქართული ოცნება” ამ სავაჭრო ნიშნით 2020-ში ვეღარ შევა პომპეზურად, მიუხედავად თვითმმართველობის არჩევნების წარმატებისა.
მე მგონია, რომ მომავალი ოპოზიციური ლიდერი აირჩია მერად თბილისმა.”-წერს გამზარდია.
ცესკო-ს ამდრომდე გამოქვეყნებული მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 811 682 (55.66 %);
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 248 615 (17.05 %);
„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 153 264(10.51 %);
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 95 212(6.53 %);
მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ”ნაციონალური მოძრაობა” დღეს გახდება ცნობილი. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაა დანიშნული. გარდა ამ საკითხისა, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერები ზოგადად, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში ”ნაციონალური მოძრაობიდან” მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია და ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდნენ.