საჩხერის ”ჩიხურას” მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა, – შემთხვევა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა.
ავარიის მიზეზი ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
მიკროავტობუსში მყოფ პირებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ. შედარებით მძიმედ დაშავდა გუნდის კაპიტანი შოთა კაშია, რომელსაც ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე ადმინისტრაციული ოქმი გაფორმდა.