“იმედია, “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნებამდე იცოდა, რომ მის კონკურენტს უფრო მეტი ფული ჰქონდა, ვიდრე მათ”,-ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
“ასევე, იმედია იციან რომ რთულად მოძებნიან ბიძინასნაირ ჯიბეს. ამიტომ, თუ წაგებას მხოლოდ უფულობას აბრალებენ, welcome 2030. სხვა მიზეზებზეც დაფიქრდით, მეგობრებო. თქვენი მეგობარი და გულშემატკივარი ნანუკა.
P.s. მეწყინა ზალიკოს მესამე ადგილზე გასვლა. მეუბნებოდნენ მეორეზე გავა და მეორე ტურიც იქნებაო. მაშინაც უფულო იყო პარტია. ( ამას რომ ამბობდნენ)”-წერს ჟორჟოლიანი.
ცესკო-ს ამდრომდე გამოქვეყნებული მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 811 682 (55.66 %);
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 248 615 (17.05 %);
„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 153 264(10.51 %);
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 95 212(6.53 %);
მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ”ნაციონალური მოძრაობა” დღეს გახდება ცნობილი. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაა დანიშნული. გარდა ამ საკითხისა, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერები ზოგადად, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში ”ნაციონალური მოძრაობიდან” მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია და ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდნენ.