იტალიური საფეხბურთო კლუბის “მილანი” ყოფილმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე კახა კალაძეს თბილისის მერად არჩევა მიულოცა.
“ვულოცავ თბილისის ახალ მერს, ბედნიერი ვარ შენს გამო”- წერს პაოლო მალდინი.
ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი თბილისში 29 სექტემბერს იმყოფებოდა. მან სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილოება, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრამ, სახელწოდებით “მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ ვეტერანი ფეხხბურთელები ქველმოქმედებისთვის გააერთიანა. მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენას მოხმარდება.