NDI-ი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს. მათი აზრით, ამ არჩევნებით, სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა, რაც დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. სადამკვირვებლო მისიის ანგარიში მედიას NDI-ის დელეგაციამ გააცნო.
“ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ქვეყანაში ძლიერი და პლურალისტური დემოკრატიის განვითარების შანსებს რისკის ქვეშ აყენებს. შექმნილ ვითარებაში ინკლუზიური მმართველობისა და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების შექმნის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”,- აცხადებს NDI.
მათივე თქმით, არჩევნების დღემ და ხმების დათვლის პროცესმა ძირითადად ინციდენტების გარეშე, მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა დამკვირვებლებმა პროცედურების სერიოზული დარღვევის შემთხვევებიც დააფიქსირეს.