ცესკო-ს ინფორმაციით, თიანეთის 20 უბნიდან 20–ვე დათვლილია. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა არჩევნებში თამაზ მეჭიაური 4 ხმით დაამარცხა.
მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა ხმების 50,3% (3081) – ლელა ქიტესაშვილმა, ხოლო 49,97% თამაზ მეჭიაურმა (3077) მიიღო.