ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თამარ ჟვანია: დიდი ალბათობით მეორე ტური ექვს ოლქში იქნება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში გაიმართება. სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება: ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში.

“აღნიშნული საარჩევნო ოლქების ნაწილში ყველა უბანი ბოლომდე დათვლილი არ არის. არ გამოვრიცხავ, ამ ექვს საარჩევნო ოლქს გამოაკლდეს ან დაემატოს, თუმცა დიდი ალბათობით მეორე ტური ამ ექვს ოლქში იქნება“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

მეორე ტურის ჩატარების მაქსიმალური ვადა 15 ნოემბერია.

იტვირთბა....