ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბ ჭიაბერაშვილი: “ქართულ ოცნებას” მარნეულში უშიშროება მობილიზებული ჰყავდა

ზურაბ ჭიაბერაშვილი მარნეულის ოლქის პროცესებს ეხმაურება.

“მარნეული იყო ის ოლქი სადაც, იმ პირობებში, როდესაც “ევროპულ საქართველოს” ჰყავდა ძალიან სერიოზული კონკურენტუნარიანი ახმედ იმამკულიევი, რომელმაც პრაქტიკულად 2-ჯერ მოიგო არჩევნები, უბრალოდ ძალადობრივად წაართვა “ქართულმა ოცნებამ,” სწორედ აქ გააკეთა დიდი მობილიზება უშიშროების, შესაბამისი სტრუქტურების და მთელი ადმინისტრაციული რესურსის “ქართულმა ოცნებამ.” “ქართულმა ოცნებამ” არც კი იზრუნა იამზე, რომ რაღაცნაირად შეეფუთა თავისი მხრიდან აბსოლუტურად ყველა ხერხის გამოყენება, საიმისოდ რომ, როგორმე ეჩვენებინა თითქოს ის ქვეყანაში სარგებლობს საზოგადოების მხარდაჭერით,“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.