პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეორე ტურები მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
„არჩევნები ჩატარდა სამართლიან და მშვიდ გარემოში, რაც იყო ჩვენი უმთავრესი მიზანი და მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა სამართლიანი და მშვიდი არჩევნების უზრუნველყოფაში. განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ამომრჩეველს ძალიან მაღალი აქტიურობისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა მაღალი აქტივობა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები შედგება მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტში. საკრებულოებშიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება და თითოეულ მუნიციპალიტეტურ წარმომადგენლობით ორგანოში იქნება შესაბამისი უმრავლესობით“, – აღნიშნა კობახიძემ.