ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კობახიძე: “ქართული ოცნების” მონაცემები ეგზიტპოლისას შეესაბამება

თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია – 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი საქართველოს მასშტაბით დაიხურა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა და წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

“მსურს მივულოცო კახი კალაძეს გამარჯვება, კახი კალაძემ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, მსურს ვუსურვო მას წარმატებები მისი 4 წლიანი მერად მოღვაწეობის განმავლობაში, ჩვენი მონაცემებიც დაახლოებით შეესაბამება იმას რაც ეგზიტპოლებით დაიდო. მთელი ქვეყნის მასშტაბით ქართული ოცნება ლიდერობს, რა თქმა უნდა მოსალოდნელია გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მეორე ტურები. გარკვეული ხარვეზები ყოველთვის თან ახლავს არჩევნებს. მშვიდ გარემოში და სამართლიან გარემოში ჩატარდა ეს არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლები ცნობილია. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ორგანიზაციამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. პრეზენტაცია „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა. “ედისონ რისერჩის” ინფორმაციით, ცდომილება 3%-იქნება.

ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მერობის კანდიდატებს შორის, პირველ ადგილზე 54%-ით კახი კალაძეა, 15% -ზაალ უდუმაშვილი, 14%- ალეკო ელისაშვილი.

იტვირთბა....